loader

აჯანყებები მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში, კარანტინის გამო - ცრემლსადენი გაზით დარბეულები, ვირტუალური აქცია რუსეთში და პრეზიდენტი, რომელიც დემონსტრანტებს შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჯანყებები მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში, კარანტინის გამო - ცრემლსადენი გაზით დარბეულები, ვირტუალური აქცია რუსეთში და პრეზიდენტი, რომელიც დემონსტრანტებს შეუერთდა

ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ქვეყნების უმეტესობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ე.წ. ლოქდაუნი, ანუ სრული და მკაცრი კარანტინი აამოქმედა. კარანტინი კი საჯარო დაწესებულებების დახურვას, საწარმოების გაჩერებასა და შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობის ზრდას განაპირობებს.

ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე ყოფნისა და უმუშევრობის შიშით ხალხი ბევრ ქვეყანაში აპროტესტებს იმ მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც მთავრობებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დააწესეს. დავიწყოთ შეერთებული შტატებით.