loader

იტალიის ტრაგედია და დიდი პოლიტიკა - ევროსკეპტიკოსები, ევროკავშირი და კორონავირუსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის ტრაგედია და დიდი პოლიტიკა - ევროსკეპტიკოსები, ევროკავშირი და კორონავირუსი

ევროპული პრესა წერს, რომ თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში, ევროპამ სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა იტალია, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
ამის რამდენიმე მიზეზია. ვირუსის გავრცელების სისწრაფით შეწუხებული ევროკავშირის ქვეყნები თვითონ ახდენდნენ ინვენტარიზაციას და ავსებდნენ სამედიცინო მარაგებს. ევროკომისია კი, პრაქტიკულად, სახსრების და უფლებამოსილების გარეშე დარჩა და ვერ მოახდინა დროული დახმარების გაწევა.

მთავარი, რასაც დღეს ევროკომისია აკეთებს, ევროკავშირის ეკონომიკის გადარჩენის კოორდინირებაა, თუმცა სამედიცინო-პოლიტიკური მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურია. კერძოდ, მოაწყო საერთო ევროპული ტენდერები სამედიცინო აღჭურვილობის და ტესტების შესაძენად. კოორდინაციას უწევს ექიმებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში გაგზავნას; გამოჰყო თანხები კოვიდ-19-ის ვაქცინისა და მედიკამენტების შემუშავებისთვის.
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ვონ დერ ლეინის მეთაურობით აკეთებს ყველაფერს, რომ ხმამაღლა განაცხადოს ევროკავშირის ერთიანობის შესახებ.
ევროკავშირის ქვეყნებისთვის პანდემიის გამოცდა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ყველაზე რთული კი ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება იქნება, რაც დიდწილად აჩვენებს, რამდენად ერთიანია დღეს ევროკავშირი.