loader

ექიმის გამომეტყველება, როდესაც ტრამპმა სახალხოდ დაავალა, რომ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებით ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით ებრძოლოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის გამომეტყველება, როდესაც ტრამპმა სახალხოდ დაავალა, რომ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებით ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით ებრძოლოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს. „ჩვენ ვნახეთ, რომ სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს, ერთ წუთში. არის რამე გზა, რომ მაგალითად, სადეზინფექციო ხსნარი შევიყვანოთ ორგანიზმში?.. რატომ არ იქნებოდა ამის ცდა საინტერესო?“ - აღნიშნა ტრამპმა.
მან ექიმებს მკურნალობის სხვა მეთოდიც შესთავაზა. მისი თქმით, სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დასხივება.

„გთავაზობთ, სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ რაიმე ძლიერი სინათლით“, -აღნიშნა პრეზიდენტმა და ექიმ დებორა ბრიქსს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა, მოუწოდა, აღნიშნული მეთოდი გამოსცადოს. „ვფიქრობ, ეს უნდა სცადოთ. საინტერესოა“, - დასძინა ტრამპმა.