loader

უნდა გვეშინოდეს თუ არა ასტეროიდის, რომელიც დღეს დედამიწას ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა გვეშინოდეს თუ არა ასტეროიდის, რომელიც დღეს დედამიწას ჩაუვლის - რას ამბობენ მეცნიერები

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის. თითქმის 1.5-კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52786 (1998 OR2), 1998 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას დღეს თითქმის 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს. ნასას ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია აკვირდება.

მეცნიერები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ ასტეროიდი, მიუხედავად მისი პოტენციური საშიშროებისა, დედამიწის ორბიტას არ მიუახლოვდება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2078 წლისთვის აღნიშნული ასტეროიდის ჩავლის მანძილი, წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდება.