loader

პანდემიის ყველაზე მძიმე დღე-ღამე რუსეთისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიის ყველაზე მძიმე დღე-ღამე რუსეთისთვის

რუსეთში პირველად დაფიქსირდა 7 000-ზე მეტი ახალი, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა შემთხვევა. ქვეყანამ პირველად გადააბიჯა მსგავს ნიშნულს. პირველად, შემთხვევების საერთო მაჩვენებელმა 100 000-ს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა - 1000-ს.
30 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 7099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მოსკოვში კი - 3093, შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 106 ათასზე მეტია. მსგავსი რაოდენობის ახალი შემთხვევა რუსეთისთვის რეკორდული მაჩვენებელია. უკვე ზედიზედ მეორე დღეა, რაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი კვდება.