loader

წყალდიდობა, შიმშილი, განადგურებული მოსავალი - რა დრამატული გამოწვევები ელის მსოფლიოს COVID-19-ის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობა, შიმშილი, განადგურებული მოსავალი - რა დრამატული გამოწვევები ელის მსოფლიოს COVID-19-ის დასრულების შემდეგ

ახალი კორონავირუსის დასრულებას შესაძლოა, ხანძრები, წყალდიდობა, განადგურებული მოსავალი და შიმშილი მოჰყვეს.
გაეროს მონაცემებით, ღარიბ ქვეყნებში ასწლეულის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება, ხოლო აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში წყალდიდობა, მოსავლის უკმარისობა და ქარიშხლების სეზონია მოსალოდნელი.
მსოფლიო კლიმატურ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც გაუკლავდებოდა, თუმცა ახლა ყველა რესურსი COVID-19-თან საბრძოლველად არის მიმართული. ექიმებსა და მაშველებს „თავისუფალი ხელები“ აღარ აქვთ; ფერმერები, ბიზნესი და ტრანსპორტი კი ე.წ. კარანტინის კომაშია გადაშვებული.