loader

რას აჯერებენ რუს მაყურებელს რუსეთის "პირველი არხის" ეკრანიდან - სიცრუის 15 წუთი კორონავირუსის წარმოშობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აჯერებენ რუს მაყურებელს რუსეთის "პირველი არხის" ეკრანიდან - სიცრუის 15 წუთი კორონავირუსის წარმოშობაზე

რუსეთის "პირველ არხზე", გადაცემაში "ადამიანი და კანონი", გავიდა 15-წუთიანი სიუჟეტი, სახელწოდებით - "მსოფლიო პანდემიის ტროას ცხენი". სიუჟეტი მაყურებელს შეთქმულების თეორიების შესახებ უყვება და ინტერნეტში გავრცელებული იმ დეზინფორმაციის დაჯერებისკენ უბიძგებს, რომელთა თანახმად, ვირუსის მიღმა ბილ გეითსი დგას. წამყვანის, ალექსი პიმანოვის თქმით, ის მზად არის სერიოზულად ისაუბროს შეთქმულების თეორიაზე, რადგან ეს არის "საშინლად განსაცვიფრებელი ამბები".