loader

როგორი იქნება 2020 წლის ზაფხული მსოფლიოსთვის - რას შეცვლის პანდემია მოგზაურობისა და შვებულებების პერიოდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება 2020 წლის ზაფხული მსოფლიოსთვის - რას შეცვლის პანდემია მოგზაურობისა და შვებულებების პერიოდში

ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება პანდემია. ვერსია, რომ შესაძლოა ვირუსი მაღალმა ტემპერატურამ „მოკლას“, ბოლომდე გამართლებული არ არის, რადგან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს იმ ნორმების შემუშავება, რაც აეროპორტებში თუ შიდა გადაადგილების დროს მგზავრებმა უნდა დაიცვან. როგორც BBC წერს, გამგზავრებამდე სისხლის ანალიზის გაკეთება და სანიტაზიერით დეზინფექციის ჩატარება შესაძლოა მოგზაურობის მოყვარულთათვის ჩვეულ რეალობად იქცეს.
იმისდა მიუხედავად, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაინც საინტერესოა, რა ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი ზაფხული, როგორ უნდა მოვიქცეთ აეროპორტში და სასტუმროში ჩასულებს რა შეიძლება დაგვხვდეს.