loader

რატომ ვარდებიან ფანჯრებიდან ექიმები რუსეთში და რაზეა საუბარი ერთ-ერთი მათგანის უკანასკნელ ვიდეოჩანაწერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ვარდებიან ფანჯრებიდან ექიმები რუსეთში და რაზეა საუბარი ერთ-ერთი მათგანის უკანასკნელ ვიდეოჩანაწერში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საავადმყოფოების ფანჯრებიდან სამი ექიმის იდუმალებით მოცული გადავარდნა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ „სი-ენ-ენის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ორი მედიკოსი დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში რჩება. სამივე ინციდენტი, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, რუსეთის პრესისა და სოციალური მედიის განსჯის საგანი გახდა“, - წერს „სი-ენ-ენი“.
სტატიაში საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმ ალექსანდრე შულეპოვზე, რომელიც შაბათს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმი მკურნალობას გადიოდა.
„შულეპოვი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 22 აპრილს გადაიყვანეს. იმავე დღეს მან და მისმა კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ, რაც შულეპოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.