loader

ვინ არის პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და რა საერთო ჰქონდა მას 90-იანებში ივანიშვილთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და რა საერთო ჰქონდა მას 90-იანებში ივანიშვილთან

რუ­სეთ­ში მი­ლი­არ­დე­რი დმიტ­რი ბო­სო­ვი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის 2020 წელს, Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში 86-ე ად­გილს იკა­ვებ­და. გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მენ­მა თავი მო­იკ­ლა. 52 წლის ბო­სო­ვი ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ჯგუფ "სი­ბანტრა­ციტ­სა" და "ვოს­ტო­კუ­გოლს" აკონ­ტრო­ლებდა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ოლი­გარ­ქი 1,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობ­და.

ბო­სო­ვი 1968 წელს ბარ­ნა­ულ­ში და­ი­ბა­და. 1991 წელს მოს­კო­ვის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიზ­ნეს­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­დად­გა - რუ­სულ წყა­რო­ებ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 90-იან წლებ­ში ის გახ­და კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რი ბო­რის ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. 1997 წლი­დან 2000 წლამ­დე ბო­სო­ვი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2000 წელს და­ა­ფუძნა ჯგუ­ფი "ალ­ტე­კი".

ავტორები: ლალი პაპასკირი, გიორგი ლორია