loader

კადრები მოსკოვის საავადმყოფოდან, სადაც ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მოსკოვის საავადმყოფოდან, სადაც ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა

მოსკოვში ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, ხელოვნური სუნთქვის აპარატის, კერძოდ კი ჟანგბადის ბალონის გაუმართავობამ გამოიწვია. რუსული მედიის ინფორმციით, საავადმყოფოში რეკონსტრუქცია-რემონტი მიმდინარეობდა. ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო პაციენტების ევაკუაცია. შენობიდან გამოიყვანეს 200 პაციენტი, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებიც, რომლებიც საავადმყოფოს პირველ სართულზე იყვნენ განთავსებული. 3 მათგანი დაშავდა. მოსკოვის საქალაქო პროკურატურამ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.