რეალურად, რამდენად აკონტროლებს რუსეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიას და რა ვითარებაა ქვეყანაში, რომელიც ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამეა
14:34 / 12-05-2020
მაშინ, როცა ახალი კორონავირუსი ჰონგ-კონგში, ნეპალში, სინგაპურსა თუ აშშ-ში უკვე დაფიქსირებული იყო, ოფიციალური მოსკოვი COVID-19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დუმდა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში, დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 344-ს მიაღწია.
ამასთანავე, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ვირუსით 90-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რაოდენობამ 2009 შეადგინა.