loader

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - უახლესი მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - უახლესი მონაცემები

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4823-ს მიაღწია.

ამასთან, დროის ამავე პერიოდში, სომხეთში ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვმა 61 შეადგინა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით კი, ქვეყანაში საერთო ჯამში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალება არა კორონავირუსს, არამედ სხვა თანმხლებ დაავადებას უკავშირდება.