loader

100-კაციანი წვეულებისა და სამკერვალო ქარხნის კლასტერები - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 000-ს აჭარბებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100-კაციანი წვეულებისა და სამკერვალო ქარხნის კლასტერები - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 000-ს აჭარბებს

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5271-ს მიაღწია.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 3 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ორით გაიზარდა იმ გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვიც, რომელთაც ვირუსი დაუდგინათ, თუმცა სხვა თანხმლები დაავადებით დაიღუპნენ. ამ დროისთვის, ასეთ პაციენტთა რაოდენობა 27-ს შეადგენს.