loader

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის, ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით - ნიკოლ ფაშინიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის, ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით - ნიკოლ ფაშინიანი

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის და ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები, რომ ეს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ და თავიდან ავიცილოთ ექსტრემალური შეზღუდვების შემოღება. ის, რაც ახლა გვჭირდება, არის, რომ დავიცვათ კარანტინის ზომები, კარანტინის გამოცხადების გარეშე", - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 5606-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 70 ადამიანი.