loader

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა - დრამატული კადრები პაკისტანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა - დრამატული კადრები პაკისტანიდან

მედიის ინფორმაციით, პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფა ქალაქ ყარაჩიში მოხდა.

"თვითმფრინავი ქალაქ ყარაჩიში ჩამოვარდა. ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ ამ წუთისთვის არსებული ცნობებით, თვითმფრინავში 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო", - განაცხადეს ქვეყნის ავიაციის სააგენტოში.

მედიის ცნობით, კატასტროფის შემდეგ თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ამ წუთებში მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.

ცნობისთვის, პაკისტანის ავიახაზების ლაინერი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩიში მიემგზავრებოდა.