loader

პანდემიის თავშესაფარი მდიდრებისთვის, მათ შორის, პუტინისთვის - როგორ გაიზარდა ძვირად ღირებულ ბუნკერებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიის თავშესაფარი მდიდრებისთვის, მათ შორის, პუტინისთვის - როგორ გაიზარდა ძვირად ღირებულ ბუნკერებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, მსოფლიო ლიდერები და ჯანდაცვის ექსპერტები მოგვიწოდებენ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში. ზოგს სახლში დარჩენის ხელსაყრელი პირობები აქვს, ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს ამას, რადგან სიღარიბის ზღვარს მიღმაა და თავის გასატანად შრომა სახლში დარჩენის შესაძლებლობას არ აძლევს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც სახლში დარჩენა კომფორტთანაც კი ასოცირდება.
საუბარია ე.წ. ბუნკერებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ადამიანები ამ თავშესაფრებს არა მხოლოდ თვითიზოლაციის გასატარებლად, არამედ პოსტკორონავირუსის ცხოვრებისთვის ყიდულობენ.