loader

"მხნედ და ჯანმრთელად ვარ, ვემსახურები ქვეყანას და ჩემს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც დიდი ადამიანი და ნამდვილი გმირია" - რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხნედ და ჯანმრთელად ვარ, ვემსახურები ქვეყანას და ჩემს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც დიდი ადამიანი და ნამდვილი გმირია" - რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს

"მხნედ და ჯანმრთელად ვარ, საახლში ვიმყოფები, ვემსახურები ჩემს ხალხს, ქვეყანას და ჩემს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც დიდი ადამიანი და ნამდვილი გმირია" - ამ სიტყვებით რამზან კადიროვმა ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ლიდერის ირგვლივ რუსულ მედიაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. არსებობს ეჭვი კორონავირუსით მისი ინფიცირების შესახებ. როგორც რუსული მედია იუწყება, ზუსტად იმ დღეს, როცა ზემოხსენებული ინფორმაცია გავრცელდა, კადიროვის თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აერიპორტში დაეშვა. გავრცლებეული ინფორმაციითვე, მას შეხვედრა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა, ვიდეოში კადიროვმა მოსკოვში ვიზიტი უარყო.