loader

რუსი სამოქალაქო აქტივისტის უმძიმესი აღსასრული - ციხეში სასტიკად ცემის შედეგად ხერხემლის ტრავმით მოთავსებული პოლიტპატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი სამოქალაქო აქტივისტის უმძიმესი აღსასრული - ციხეში სასტიკად ცემის შედეგად ხერხემლის ტრავმით მოთავსებული პოლიტპატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსი სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი და ოპოზიციონერი სერგეი მოხნატკინი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული პრესის ცნობით, მოხნატკინი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ხერხემლის ტრავმით იყო მოთავსებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უფლებადამცველმა გრიგორი მიხნოვ-ვოიტენკომ და ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა განაცხადეს.
მოხნატკინი საავადმყოფოში ხერხემლის ტრავმის გართულებებით 2019 წელს გადაიყვანეს, ტრავმა კი 2016 წელს,  არხანგელსკის ოლქის კოლონიაში მიიღო.  მას კოლონიის თანამშრომლებმა სცემეს, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
მოხნატკინი პირველად 2009 წლის 31 დეკემბერს მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე ოპოზიციის არასანქცირებული აქციის დროს დააკავეს. მას ბრალად მილიციელზე თავდასხმა წაუყენეს, მისი მტკიცებით კი, ის აქციის მონაწილე ერთ-ერთ ქალს მილიციის აგრესიისგან იცავდა. მოხნატკინს ორწელ-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.