loader

როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა

ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ პოლიციელი დერეკ შოვინი დააკავეს, დანარჩენი სამართალდამცველები კი, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შავკანიანისადმი სასტიკად მოპყრობის ფაქტი შტატებში მასობრივ აქციებსა და არეულობაში გადაიზარდა. ქუჩებში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდია გამოვიდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, "სი-ენ-ენის" ცნობით, თეთრი სახლის ბუნკერში გადაიყვანეს.
შეიძლება ითქვას, რომ აქციები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის განზრახ მკვლელობას მოჰყვა, წლების განმავლობაში პოლიციელთა მხრიდან შავკანიანების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის წინააღმდეგ ერთგვარი გამოძახილია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჯორჯ ფლოიდი არ ყოფილა ერთდაერთი შავკანიანი, რომელსაც პოლიციელები სასტიკად მოეპყრნენ. Ny times-ის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად პოლიციის მხრიდან სისასტიკის გამოვლენის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. (გრაფიკა) მოსაზრებას ამყარებს "ფორბსის"  მონაცემებიც, რომელიც იუწყება, რომ პოლიციელების მხრიდან შავკანიანების მიმართ სროლის უფრო უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე თეთრკანიანების მიმართ.