loader

მომენტი, როდესაც აქციის მონაწილეებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, როდესაც აქციის მონაწილეებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ბრისტოლში, მანჩესტერში, ვოლვერჰამპტონში, ნოტინგემში, გლაზგოსა და ედინბურგში, ანტირასისტული საპროტესტო აქციები გაიმართა.

ბრისტოლში დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნეში ცნობილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ქანდაკება ჩამოაგდეს.

ცნობისათვის, აშშ-ში, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, ანტირასისტული საპროტესტო აქციები არ წყდება. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ და რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში.