loader

კადრები აქციიდან, სადაც შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აქციიდან, სადაც შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

სიეტლში, კეპიტოლ ჰილზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Seattletimes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად 27 წლის ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

შეგახსენებთ, აშშ-ში თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.