loader

კიდევ ერთი შემზარავი ვიდეო - როგორ დაცხრილეს პოლიციელებმა შავკანიანი მამაკაცი ატლანტაში (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი შემზარავი ვიდეო - როგორ დაცხრილეს პოლიციელებმა შავკანიანი მამაკაცი ატლანტაში (+18)

აშშ-ში, ატლანტაში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციელის ნასროლ ტყვიას აფროამერიკელი ემსხვერპლა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.

პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პარასკევს აფროამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მძღოლის შესახებ, რომელსაც შეკვეთების გასაცემ სარკმელთან ჩაეძინა. ეს იყო რიშარდ ბრუკსი, რომელმაც მანამდე ალკოტესტი გაიარა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. YouTube-ზე გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ის პოლიციისგან გაქცევას ცდილობს, ასევე ისმის გასროლის ხმებიც.

კადრებში ჩანს, რომ ბრუკსი ეწინააღმდეგებოდა პოლიციას, რომელმაც ერთ-ერთ სამართალდამცველს „ელექტროშოკერი“ წაართვა და გაქცევა სცადა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრუკსმა ერთ-ერთ პოლიციელს დაუმიზნა, რის გამოც პოლიციელმა მას რამდენჯერმე ესროლა.

კადრებში, ასევე, ჩანს, რომ პოლიციელები მას უწევენ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, ქალაქში პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის ახალი ტალღა აგორდა. ადამიანებმა გადაკეტეს ავტოტრასა, რის შემდეგაც პროტესტი უწესრიგობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა გადაწვეს სწრაფი კვების რესტორანი, რომლის სიახლოვესაც ესროლეს აფროამერიკელს. ატლანტაში, სულ მცირე 36 ადამიანი დააკავეს. პოლიციას მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ბრუკსის დაკავებაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე კი ადმინისტრაციულ სამსახურში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.