loader

რამზან კადიროვი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამზან კადიროვი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" დაწერა.

"იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაიჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს", - წერს კადიროვი.

მისი თქმით, თუკი დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, "მით უმეტეს, თქვენი ქვეყნის ღრმა უძრაობაში, ამის შესახებ ვერ გაიგებს".