loader

რა უთხრა ფაშინიანმა მოქალაქეებს, ვინც პირბადეს ისევ არ იყენებს - "ნუთუ აუცილებელია, მთავრობამ იძულების ენით დაიწყოს საუბარი?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა ფაშინიანმა მოქალაქეებს, ვინც პირბადეს ისევ არ იყენებს - "ნუთუ აუცილებელია, მთავრობამ იძულების ენით დაიწყოს საუბარი?"

კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქზე“ წერს.
„ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისათვის, გუშინდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 302-ს შეადგენდა.