loader

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კიევში დარნიცკის რაიონში, გრიგორენკოს ქუჩა #41-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო. შემთხვევა ცხრა სართულიან კორპუსში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სახლის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება როგორც ბუნებრივი გაზის აფეთქება, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება.

აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლაი ჩიჩოტკინის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიცია ყველა ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, აფეთქება კორპუსის მე-6, მე-7 და მე-8 სართულებზე მოხდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, პოლიცია კი ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება, ნანგრევებიდან ამოყვანილია სამი ადამიანი, მიმდინარეობს კიდევ სამი ადამიანის ძებნა. 21 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.