ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა - ცვლილებები პუტინს თანამდებობაზე 2036 წლამდე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს
18:14 / 01-07-2020
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რუსეთში ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 1-ელ ივლისს რეფერენდუმის მთავარი დღეა.
ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრაა საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი გადადო. როგორც ცნობილია, ცვლილებები ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2036 წლამდე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.