loader

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა და 30 ადამიანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა და 30 ადამიანი დააკავა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მმართველობის დასრულებიდან 23 წლისთავს აღნიშნავდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქციაზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, პოლიციამ უკანონო შეკრების, წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჰონგ-კონგში დემონსტრანტების პირველი დაკავებაა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა უსაფრთხოების ახალი კანონი მიიღო.