loader

ეს ვიდეო მამაკაცმა უკრაინაში, ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანამდე ჩაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ვიდეო მამაკაცმა უკრაინაში, ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანამდე ჩაწერა

უკრაინაში, ლუცკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავეს თან ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი აქვს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 20-მდე მგზავრი იმყოფება. 

მძევლების აყვანამდე მან ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა: "ანტისისტემის დღეს გილოცავთ, ნუ ატყუებთ საკუთარ თავებს, იზეიმეთ სიმართლე".

მამაკაცი მოითხოვს სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტის, ეკლესიის ხელმძღვანელებმა ვიდეოები ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ ისინი კანონიერი ტერორისტები არიან.