loader

უკრაინაში შტურმით აიღეს ავტობუსი, რომლის მგზავრებიც ტერორისტს 10 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში შტურმით აიღეს ავტობუსი, რომლის მგზავრებიც ტერორისტს 10 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი დაკავებულია და მძევლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრზე არსენ ავაკოვზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

ტერორისტს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, 20 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.



ასევე დაგაინტერესებთ: ვიდეოში ჩანს, როგორ ადის ავტობუსში ტერორისტი, რომელმაც ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა

ეს ვიდეო მამაკაცმა უკრაინაში, ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანამდე ჩაწერა