loader

ბრძოლა მარსისთვის - წითელი პლანეტა ჩინეთისა და აშშ-ს ახალ ასპარეზად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრძოლა მარსისთვის - წითელი პლანეტა ჩინეთისა და აშშ-ს ახალ ასპარეზად იქცა

მარსზე უკანასკნელი რაკეტის გაშვებიდან 2 წელიწადი გავიდა. მიმდინარე თვეში ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, წითელ პლანეტაზე მისიებს აგზავნიან, რითაც ერთმანეთთან მზარდი მეტოქეობის ახალ ასპარეზს შლიან.

ჩინური Tianwen-1 ხუთშაბათს, ხაინანის კუნძულიდან გაეშვა, მაშინ, როდესაც NASA-ს Perseverance-ის მარსის მიმართულებით გაფრენა 30 ივლისსაა დაგეგმილი. წესით, ორივე რაკეტამ პლანეტამდე 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.

ამერიკული მისიის მიზანი მარსზე სიცოცხლის პოტენციალის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაა, მათ შორის, რაც პლანეტის უძველეს წარსულში საცხოვრებლად ვარგისი ნიშნებისა და მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებების ძიებას ეხება. წარმატების შემთხვევაში, Perseverance მეშვიდე ზონდი იქნება, რომლის მარსზე დაშვებასაც NASA მოახერხებს.




ავტორი: ეკა აბაშიძე