loader

სტუდენტების გატაცების სქემა - ახალგაზრდების გამოსასყიდად ნათესავებმა ჯამში 3.2 მილიონი დოლარი გადაიხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტების გატაცების სქემა - ახალგაზრდების გამოსასყიდად ნათესავებმა ჯამში 3.2 მილიონი დოლარი გადაიხადეს

ავსტრალიაში ჩინელი სტუდენტები საკუთარ გატაცებას აყალბებენ, - ასე ჟღერს კრიმინალური სამყაროს მიერ მოფიქრებული სქემა, რომელთა სამიზნე საერთაშორისო მასშტაბით მოწყვლადი ჯგუფები არიან. სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის განცხადებით, თაღლითები კრიმინალური მიზნებისთვის ჩინურ-ავსტრალიური საზოგადოების იმ სტუდენტებს იყენებენ, რომლებიც ოჯახისა და მეგობრებისგან შორს და უცხო გარემოში ცხოვრობდნენ. ამასთან, სტუდენტებს არ აქვთ კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების სათანადო გამოცდილება და არც ნამდვილი და ყალბი საელჩოების გარჩევა შეუძლიათ. ამ მიზეზს ემატება ჩინეთის სახელმწიფოში არსებული ისეთი კანონები, რომლებიც კონკრეტული შინაარსის ვიდეო თუ ტექსტური შეტყობინების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას კრძალავს. შესაბამისად, ჩინეთში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანისთვის არ არის სიახლე, რომ ჩინეთის პოლიცია მას აბსურდული ბრალდებით უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, ჩინეთის მოქალაქეები ზედმეტად ენდობიან საკუთარ მთავრობას და ბრმად ემორჩილებიან მათ მოთხოვნებს.
წელს ახალ სამხრეთ უელსის შტატში რვა სტუდენტი გაება კრიმინალური სამყაროს ბადეში და ე.წ. ვირტუალური გატაცების სქემის მსხვერპლად იქცა. შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ნათესავებმა გამოსასყიდად ჯამში 3.2 მილიონი ავსტრალიური დოლარი გადაიხადეს.

ავტორი: ნინი გაბისონია