loader

რამ გამოიწვია სასწრაფოების რიგი რუსეთის ქალაქში, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ გამოიწვია სასწრაფოების რიგი რუსეთის ქალაქში, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო?

რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანების უზარმაზარი რიგი ქალაქ ომსკში, საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. როგორც ადგილობრივმა ჯანდაცვის მესვეურებმა განმარტეს, რიგი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის გამო შეიქმნა, რომელსაც ყოველი პაციენტის შემდეგ სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. ასევე ხშირად ამოწმებენ მის ვარგისიანობას, რაც მომსახურების დროს ახანგრძლოვებს.

ცნობისთვის, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ომსკის ოლქში COVID-19-ის 6 413-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.