loader

არიზონაში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ტბაზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არიზონაში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ტბაზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია

აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ თემფის მახლობლად სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, როდესაც ტბაზე მდებარე ხიდზე გადადიოდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ხიდის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის გამო რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაიკეტა. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, ინციდენტის ადგილისკენ მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა Fox News-ს განუცხადა, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ხანძრის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე ცდილობდა. ტბა, რომელიც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარეობს, პოპულარული სარეკრეაციო ადგილია სპორტის, ველოსიპედების და ნაოსნობის მოყვარულებისთვის.