loader

საშინელი აფეთქება ბეირუთში - დაღუპულია მინიმუმ 10 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი დიდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი აფეთქება ბეირუთში - დაღუპულია მინიმუმ 10 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი დიდია

ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

CNN-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საავადმყოფოებში ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი.

„საავადმყოფოში ხალხის ნაწილი იატაკზე წევს. ექიმები ცდილობენ დაშავებულებს კათეტერი ჩაუდგან. ხალხმა მინების ჩამომსხვრევის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, მოტეხილი აქვთ კიდურები“, - აცხადებს CNN-ის კორესპონდენტი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

ვიდეო: Oleg Kashin