კუნძულზე დაკარგულმა მეზღვაურებმა დახმარება სანაპიროზე დაწერილი SOS-შეტყობინებით ითხოვეს - ეს არის ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს მოგაგონებთ
ეს არის ამბავი, რომელიც კინოს სცენარს მოგაგონებთ. წყნარ ოკეანეში არსებულ მიკრონეზიის კუნძულებზე უგზოუკვლოდ დაკარგულმა სამმა ადამიანმა ქვიშაზე დახმარების სათხოვნელად SOS- შეტყობინება დაწერა, რის შემდეგაც ავსტრალიის ვერტმფრენი აღნიშნულ ადგილას დაეშვა და ისინი გადაარჩინა. CNN-ის ინფორმაციით, სამი მეზღვაური 23 ივლისს, იმ დროს გაუჩინარდა, რა დროსაც ნავით პულავატიდან გავიდნენ, გეზი კი კუნძულ პულაპისკენ ჰქონდათ. თუმცა მათ გზა აერიათ. აშშ-ისა და ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დაუსახლებელ პიქელოტის კუნძულზე აღმოჩნდნენ, საიდანაც დანიშნულების ადგილი 190 კილომეტრითაა დაშორებული. მათ გზაში საწვავი გაუთავდათ, რის გამოც უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ.
ავტორი: ნინი გოგიშვილი
ავტორი: ნინი გოგიშვილი