ვრცელდება ბეირუთში მომხდარი აფეთქების ახალი, ყველაზე საშინელი კადრები - ისმის სასოწარკვეთილი ადამიანების განწირული ხმები
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, რის გამოც, შესაძლებელია, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. დაშავებულებს ამჟამად მკურნალობა უტარდებათ.
ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საწყობში იყო ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.