loader

მოსკოვი-მინსკის კონფლიქტი მწვავდება: რა ხდება ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ პუტინთან დაკავშირებული მებრძოლები დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვი-მინსკის კონფლიქტი მწვავდება: რა ხდება ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ პუტინთან დაკავშირებული მებრძოლები დააკავა

მინსკი-მოსკოვის ურთიერთობა ბოლო დროს უფრო და უფრო მწვავდება, განსაკუთრებით, ბელარუსის მიერ 33 რუსი მოქალაქის დაკავების შემდეგ. როგორც ოფიციალური მინსკი იუწყება, დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები არიან.

|| ნახეთ: მოკლულია 3 ჟურნალისტი, რომელიც პუტინის პირად არმიად წოდებული მებრძოლებით დაინტერესდა, დაქირავებული რაზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც იუწყება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს განცხადებით, ზემოხსენებული პირები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ჩაიყვანეს. ლუკაშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შექმნას, უშედეგო იქნება. ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიისას სიტყვით გამოსვლის დროს ლუკაშენკომ ახალგაზრდებს მიმართა და მათ მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. მისი თქმით, "დაქირავებულ“ პირებს სურდათ მინსკის ცენტრში არეულობის მოწყობა, აგრეთვე, გამოეთქვათ პრეტენზია მოსკოვთან არსებულ ე.წ.  ნავთობის გარჩევებთან, რის გამოც მინსკმა 1,5 მილიარდი ბელარუსული რუბლით იზარალა, რაც 700 მლნ დოლარს შეადგენს.