loader

ლუკაშენკოს მხარდასაჭერი მიტინგის შემდეგ მინსკში საპროტესტო აქციები განახლდა - მედიის ინფორმაციით, ქუჩაში მინიმუმ 200 000 ადამიანი გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუკაშენკოს მხარდასაჭერი მიტინგის შემდეგ მინსკში საპროტესტო აქციები განახლდა - მედიის ინფორმაციით, ქუჩაში მინიმუმ 200 000 ადამიანი გამოვიდა

მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 000 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ანტისამთავრობო აქცია-მსვლელობაზე ისმის შეძახილები: „წადი!“.

მათივე ინფორმაციით, გარდა მინსკისა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ასევე იხილეთ: "ზა ბაწკუ" - ლუკაშენკოს გამოსვლა მხარდამჭერთა მიტინგზე და მისი მომხრეების ემოციური შეძახილები - პირდაპირი ეთერი ბელარუსიდან