loader

პირბადის წინააღმდეგ ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა - რას მოითხოვენ მადრიდში, სადაც პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირბადის წინააღმდეგ ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა - რას მოითხოვენ მადრიდში, სადაც პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შეკრებილმა ასობით ადამიანმა პირბადეების გამოყენების წესი და კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვები გააპროტესტა.

საპროტესტო აქციამდე ორი დღით ადრე ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დააწესა. მათ შორის აიკრძალა მოწევა ქუჩაში, იქ, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეუძლებელია, პირბადეების გამოყენება კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაისიდანაა სავალდებულო.

ცნობისათვის, ივნისის ბოლოდან, სამთვიანი კარანტინის მოხსნის შემდეგ, ესპანეთში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსის 358 843 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 28 000-ს აჭარბებს.