loader

ათასობით ადამიანის ზღვარგადასული გართობა - რა ხდება ქალაქ უხანში, საიდანაც მსოფლიოში COVID 19-ი გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათასობით ადამიანის ზღვარგადასული გართობა - რა ხდება ქალაქ უხანში, საიდანაც მსოფლიოში COVID 19-ი გავრცელდა

ჩინეთის ქალაქი უხანი, საიდანაც მსოფლიოში COVID 19-ი გავრცელდა, მსოფლიო კრიტიკის საგანი გახდა.

ინტერნეტში გავრცელდა მასშტაბიანი წვეულების ვიდეო. აუზთან შეკრებილი უამრავი ადამიანი, მუსიკალურ ფესტივალს პირბადეებისა და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე დაესწრო.
კადრები გასულ შაბათ- კვირას არის გადაღებული. საზოგადოება მიიჩნევს, რომ როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ასეთი ღონისძიებების გამართვა დაცინვაა.

ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი, COVID 19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. შეზღუდვები დღემდე მოქმედებს.