loader

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია - რუს პოლიტიკოსს 24 საათიანი დაცვა დაუნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია - რუს პოლიტიკოსს 24 საათიანი დაცვა დაუნიშნეს

ბერლინში ჰოსპიტალ “შარიტეში“ ალექსეი ნავალნის გაძლიერებული დაცვა 24 საათის განმავლობაში იცავს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ადგილზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჟურნალისტები და გულშემატკივრები იმყოფებიან.
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. ექიმების თქმით, მას ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეული, ამჟამად კომაში იმყოფება, თუმცა გძლიერებულ მეთვალყურეობას საჭიროებს, რადგან ვითარება შეიძლება ნებისმიერ წამს გახდეს საგანგაშო.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ცხადია, რომ მოწამვლა რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს. პოლიტ კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოწამვლა, ძალიან ჰგავს იმ შემთხვევებს, რომლებიც ისტორიას მრავლად ახსოვს, რადგან დამკვეთი ერთი და იგივეა,

ნავალნი გერმანიაში „კანცლერის სტუმრის“ სტატუსით არის. მედიასაშუალების ინფორმაციით, სწორედ ამიტომ იცავს რუს პოლიტიკოსს 24 საათის განმავლობაში პოლიცია.