loader

“კიმ ჩენ ინი კომაშია, ქვეყნის მართვას ნაწილობრივ მისი და, კიმ იო ჯონგი გააგრძელებს“ - მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ ისევ ალაპარაკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კიმ ჩენ ინი კომაშია, ქვეყნის მართვას ნაწილობრივ მისი და, კიმ იო ჯონგი გააგრძელებს“ - მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ ისევ ალაპარაკდა

კიმ ჩენ ინი კომაშია, ამიტომ მისი და მართვის სადავეებს ნელ-ნელა საკუთარ თავზე იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას dailymail-ი ჩრდილოეთ კორეის ერთ - ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინი ისევ კომაში იმყოფება, რაც მასმედიისთვის ცნობილი არ არის, ამის გამო, მართვის სადავეებს მისი 33 წლის და, კიმ იო ჯონგი იღებს.

“ჩემი შეფასებით, იგი ნამდვილად კომაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- აცხადებს დიპლომატი.

წყარო ასევე იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია, თუმცა ინფორმაციას მალავენ.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ ლიდერი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას სამედიცინო ჩარევებიც დასჭირდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უარყვეს და კიმ ჩენ ინი რამდენიმე შეხვედრაზეც გამოჩნდა.