loader

"ალექსეი ნავალნი გადარჩება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალექსეი ნავალნი გადარჩება"

არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ის დამფუძნებელი ჯაკა ბიზილი აცხადებს, რომ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი გადარჩება, თუმცა პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

"ნავალნი მოწამვლის გზით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გადარჩება, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკოსობას ვერ შეძლებს", - აღნიშნა ჯაკა ბიზილიმ გამოცემა Bild-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ შაბათს გადაიყვანეს. ნავალნის ტრანსპორტირების ხარჯი Cinema for Peace-მა დაფარა. მას ბერლინში, კლინიკა Charite-ში მკურნალობენ.