loader

რუსეთში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 000 048-ს მიაღწია.

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„მეოთხე დღეა ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს. გარდა ამისა, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 123 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 299-ს მიაღწია”, - აცხადებენ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში.