loader

ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით“ მოწამლეს - რა მდგომარეობაშია რუსი ოპოზიციონერი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით“ მოწამლეს - რა მდგომარეობაშია რუსი ოპოზიციონერი?


BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მომწამვლელი ნივთიერებით “ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.

გერმანელი ექიმებისა და ლაბორანტების გამოკვლევებით დასტურდება, რომ ნივთიერება “ნოვიჩოკის,“ ანუ “ნერვული აგენტის“ ჯგუფს მიეკუთვნება.
„შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა არის “ნოვიჩოკი“?
“ნოვიჩოკი“ ე.წ. ნერვული აგენტია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში შეიქმნა. იგი ადამიანს ძალიან სწრაფად კლავს.
ნივთიერება გულის კუნთების პარალიზებას ახდენს. აჩერებს იმ უბნებს, რომელიც ადამიანს სუნთქვაში ეხმარება.
“ნოვიჩოკი“ გარემოში შეიძლება არსებობდეს სხვადასახვა მდგომარეობაში. მისი შესუნთქვის, კანზე მოხვედრის ან გარემოში აირის სახით გავრცელების შემთხვევაში, ადამიანი ძლიერ დაზიანებას იღებს.

20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.