loader

“ნოვიჩოკი“ საქართველოსა და აშშ-ში მზადდება - რუსი დეპუტატის სკანდალური განცხადება ნავალნის მოწამვლის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნოვიჩოკი“ საქართველოსა და აშშ-ში მზადდება - რუსი დეპუტატის სკანდალური განცხადება ნავალნის მოწამვლის შესახებ


რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი “რია ნოვოსტთან“ აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. 

„ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“ , - განაცხადა შვიტკინმა.

20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.