loader

გაიგეთ, რომელმა ქვეყანამ დააწესა საყოველთაო კარანტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიგეთ, რომელმა ქვეყანამ დააწესა საყოველთაო კარანტინი

ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს, რომელიც ძალაში ებრაულ ახალ წელს, პარასკევიდან შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი 20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება. გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.