loader

"კორონავირუსის პანდემიის გამო 25 წლით უკან დავიხიეთ... სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა" - ბილ გეითსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსის პანდემიის გამო 25 წლით უკან დავიხიეთ... სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა" - ბილ გეითსი

კოვიდ 19-ის პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers-ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

”პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობითი პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით. თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა”, - განუცხადა ჟურნალისტებს Microsoft-ის დამფუძნებელმა და ფონდის თანათავმჯდომარემ, ბილ გეითსმა.