loader

ტოკიოს მაღაზიებში რობოტების დასაქმება დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოკიოს მაღაზიებში რობოტების დასაქმება დაიწყეს

ტოკიოში, სურსათის მაღაზიებში რობოტების დასაქმება დაიწყეს. 2-მეტრიანი რობოტი ბორბლებით გადაადგილდება, დისტანციურად, ვირტუალური რეალობის კონტროლერით და ტაქტილური ხელთათმანებით იმართება. ის კამერებით, მიკროფონებით და სენსორებით არის აღჭურვილი. რობოტი დახლებზე პროდუქტებს ალაგებს.

ადამიანი, რომელიც რობოტს აკონტროლებს, სპეციალური ხელთათმანებით რობოტის ნივთებთან შეხებას "გრძნობს". მიკროფონი და ყურსასმენები კი მომსახურე პერსონალს მომხმარებლებთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.